15 იანვარს ბაქოში ავეჯის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთობლივ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დაშავებულებიდან 6 პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. გენერალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის მიზეზები უნდა დაადგინოს.