ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა.


პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.

„ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო,“ - განაცხადა ბიტონმა.

განახლება: მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

განცხადებაში ჰამასმა მიუთითა, რომ თავდასხმები იყო „ბუნებრივი პასუხი ისრაელის ხოცვა-ჟლეტაზე და მის მუდმივ აგრესიაზე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.“