აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰუსიტების მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ აშშ-ის საკუთრებაში არსებულ და ექსპლუატაციაში მყოფ გემს დაარტყა.
მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფმა გემმა მცირე დაზიანება მიიღო და ის გზას აგრძელებს.
ცენტრალურმა სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ მანამდე „ჰუსიტებმა“ სცადეს გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტის გაშვება, რომელიც ფრენისას ჩავარდა იემენში.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები სატვირთო გემებს ნოემბრიდან უტევეენ. ისინი ამბობენ, რომ ეს დაკავშირებულია ისრაელთან.
იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.