ფინეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა უძრავი ქონების შეძენას მყიდველის მიერ, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული. ფინეთი აჩერებს ტრანზაქციებს, რომლებსაც აქვს პოტენციალი, შეარყიოს ეროვნული უსაფრთხოება.
ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან დაბლოკა სამი ტრანზაქცია, რომელთაგან ერთ-ერთი ნაწილობრივ რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიასთან არის შემხებლობაში და განაცხადა, რომ შესყიდვების დაშვებამ შეიძლება, შეაფერხოს ფინეთის ტერიტორიის დაცვა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი აცხადებს, რომ ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო.
მოგვიანებით, ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.