ინდოეთი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობა განიხილა. მოდის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ. ინდური მხარისგან განსხვავებით, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ საუბრის თემას უკრაინაც წარმოადგენდა.
„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ჩვენ ასევე გვქონდა აზრთა სასარგებლო გაცვლა სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობაზე,“ - დაწერა მოდიმ სოციალურ პლატფორმ X-ზე.
კრემლის ცნობით, პუტინმა და მოდიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
„ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ გამოთქვა ინტერესი და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა,“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.