რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი ქვეყნის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს „დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას“ თეირანთან.
რუსული მხარის თანახმად, მინისტრებმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
„მხარეებმა აღნიშნეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუძემდებელი პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის - ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემა,“ ნათქვამია შეტყობინებაში.
დასავლეთის ქვეყნები თეირანს ბრალად სდებენ, რომ ის რუსეთის არმიას აწვდის იარაღს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის გამოყენება. რუსეთი და ირანი ყველა ბრალდებას უარყოფენ. ეს ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშაა.