რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.
„დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი," - წერს მერი Telegram არხზე.
უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.