უკრაინა რუსული სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ იუწყება

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით, რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა ამერიკული HIMARS-ით გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სადაზვერვო სამუშაოს დროს, სპეცრაზმის 73-ე საზღვაო ცენტრის ეკიპაჟმა, ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საზენიტო სარაკეტო სისტემა Osa აღმოაჩინა, რომელიც მტერმა უკრაინის ჯარების წინააღმდეგ გამოიყენა.


სამშაბათს, 16 იანვარს, დილის მდგომარეობით, რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში ომში 1100 ოკუპანტი შეადგინა, რითაც რუსული არმიის დანაკარგების საერთო რაოდენობა შეჭრის დაწყებიდან 372 090-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 36 ჯავშანტრანსპორტიორი, 33 მტრის მანქანა, 30 საარტილერიო სისტემა და 24 ტანკი.