რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ცოტა ხნის წინ მიიღეს. ის სომხეთს მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძვეზე გადაეცა. მელქონიანმა არ დააზუსტა რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი.
მანამდე, სომხეთის პარლამეტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა შეკითხვაზე, იღებს თუ არა სომხეთი რუსეთში შეკვეთილ შეიარაღებას უპასუხა „დიახ, გარკვეული მოცულობით.“
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთის ხელისფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად აცხადებდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი სომხეთს შეიარაღებას არ აწვდის, მიუხედავად გადახდილი „ასობით მილიონი დოლარისა.“
2023 წლის ნოემბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუწოდებია.