საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
- ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.
„ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს,“ - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება.
მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი მას კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად.
„მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.