გერმანიის მთავრობა განიხილავს ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება გერმანული ჟურნალი Der Spiegel. ისრაელის არმიისთვის 120 მმ-იანი სიზუსტის საბრძოლო მასალის დაახლოებით 10000 ვაზნის მიწოდების მოთხოვნა ბერლინმა ნოემბერში მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია, დაუყონებლივ უზრუნველყოს სასურველი ზუსტი საბრძოლო მასალა, გერმანიის არმიის მარაგის ვარიანტი განიხილება, რათა ბერლინმა მოთხოვნას დროულად უპასუხოს.
გერმანიის მთავრობის სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.