უკრაინული მედის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. დახმარებაში შედის საბრძოლო მასალის ძირითადი საბრძოლო ტანკი LEOPARD 1; რვა ჯავშანტრანსპორტიორი (უკვე გადაცემულია 24 ერთეული) და სხვა დახმარება.
ასევე პაკეტშია სადაზვერვო დრონი (100 ადრე იყო მიწოდებული). გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას საზღვრის დაცვის სამსახურის კიდევ ხუთი მანქანა გადასცა. 2023 წელს გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდა.
გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს.
გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.