ევროკავშირის საბჭომ, სომხეთში ევროკავშირის მისიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მისიის პერსონალის ზრდა ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დეკემბრის ბოლოს დათანხმდა, ევროკავშირის მისიის სადამკვირვებლო შესაძლებლობები სომხეთში, (EUMA), მისიის არსებული ოპერაციების ზონაში, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სომხურ მხარეს გააძლიეროს - მისი ყოფნის გაზრდით - 138 პერსონალიდან 209-მდე.