ბრიტანული დაზვერვა: A-50 ტიპის თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე იმოქმედებს

რუსეთი სავარაუდოდ, იძულებული იქნება, განიხილოს თავისი თვითმფრინავების ოპერირების არეალის შეზღუდვა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს და სავარაუდოდ, საჰაერო სადესანტო თვითმფრინავი Il-22M დააზიანეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის მიერ A-50 MAINSTAY-ის შესაძლო წარმატებული დამიზნება მნიშვნელოვანია.


A-50 გადამწყვეტია საბრძოლო სივრცეში რუსული საჰაერო სადაზვერვო სურათის შექმნისთვის,“ - ნათქვამია დაზვერვის განახლებულ ცნობებში. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს. თუმცა ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსულ თვითმფრინავებზე გახშირებული შეტევების გამო, მათი გრძელვადიანი მდგრადობა შეილახება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50 გაანადგურეს.