პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პიოტრ ვავჟიკი დააკავეს. მას კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, დიპლომატი ფულს იღებდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ვიზების გაცემის დაჩქარებაში.
ბრალდებები ეხება უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლონეთის ასობით ვიზის გაცემას. საუბარია პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე ჰონგ-კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში.
ვავჟიკი მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელია. ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019 წლიდან იყო პასუხისმგებელი საკონსულო საკითხებზე.
2023 წლის აგვისტოში მოულოდნელად მოხსნეს თანამდებობიდან. 17 იანვარს კი, ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალდების წაყენების შემდეგ ვავჟიკი გირაოთი გაათავისუფლეს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე ბრალი სულ ცხრა პირს წაუყენეს.