კანადის შეიარაღებულმა ძალები უკრაინელებს Leopard 2-ის ტიპის ტანკების გამოყენებაში წვრთნიან.
სამი როტაციის განმავლობაში დაახლოებით 190-მა უკრაინელი სამხედრომ გაიარა სწავლება. შესაბამისი ფოტოები კანადურმა მხარემ X-ზე გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, კანადის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლიდან მოყოლებული 39000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინის ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე თვეში წვრთნა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ლატვიაში განახლდა.