ვოლოდიმირ ზელენსკი: სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ტერორის დაბლოკვაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს.

„ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე," - განაცხადა პრეზიდენტმა.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აბსტრაქტული საკითხი არ არის.

 

„ეს ეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღს, კერძოდ რაკეტებს. ყველა რუსულ რაკეტას აქვს ათობით კრიტიკული კომპონენტი, რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ბევრი მათგანი თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ყველასი მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში," - განაცხადა ზელენსკიმ.