სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შედეგად, Tarantul-ის ტიპის რუსული კორვეტი ჩაიძირა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ იუწყება.
30 დეკემბერს, დილით, სევასტოპოლის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორიას საზღვაო დრონი დაესხა თავს. 2022 წლის აგვისტოდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, სევასტოპოლის საზღვაო ბაზის ჩათვლით, უპილოტო თვითმფრინავების და სხვა შესაძლებლობების მონაწილეობით, უკრაინის მრავალჯერადი თავდასხმის სამიზნე იყო.