კულება: უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა მოკავშირეებისგან, თუ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა. დმიტრო კულებას თქმით, უცხოური წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტების 95%-მდე ნაპოვნია რუსულ იარაღში. კულება ხაზს უსვამს, რომ დასავლეთი უნდა ეცადოს, რუსეთისთვის იარაღის წარმოების უნარისთვის ძირის გამოთხრას.


„გარკვეული მონაცემებით, უკრაინაში განადგურებულ რუსულ იარაღში აღმოჩენილი უცხოური წარმოების კრიტიკული კომპონენტების 95%-მდე დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის,“ - წერს მინისტრი. კულება აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდება კერძო ფირმების ქმედებების შედეგია.

ამასთან, მტრის მიერ იარაღში გამოყენებული კომპონენტები არა აუცილებლად სამხედრო საქონელი, არამედ, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებია.

„რუსეთისთვის ამ სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხება მოითხოვს კერძო და საჯარო სექტორის ფართომასშტაბიან, შეთანხმებულ ძალისხმევას. მაგრამ ეს გადაარჩენს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს უკრაინაში და ხელს შეუშლის პუტინის საომარ მანქანას," - ამბობს კულება.