თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა ამერიკელი პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა ერთობლივად შეამოწმეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემოწმება სამხედრო ნაწილში ჩატარდა. უკრაინელმა და ამერიკელმა ინსპექტორებმა შეამოწმეს სამი ძირითადი ელემენტი: სერიული ნომრები, ტექნიკური მდგომარეობა და შენახვის პირობები (უსაფრთხოება და დაცვა). ინფორმაციის დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან ერთობლივი მუშაობის დროს კომენტარი არ გაკეთებულა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ჯიჰირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენახვის ობიექტებზე წვდომის უზრუნველყოფა, ღიაობა და სისტემატური ერთობლივი ინსპექტირება არის ის ზომები, რომლებსაც სამინისტრო ატარებს გამჭვირვალობის გაზრდისა და პარტნიორებთან ურთიერთობის ნდობის გასაძლიერებლად. როგორც ცნობილია, 2023 წლის ნოემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო და ხელი მოაწერა პარტნიორი ქვეყნის მიერ მოწოდებული იარაღის საბოლოო გამოყენების შესახებ თვითშეტყობინებების კონცეფციას. იარაღის ადგილზე ერთობლივი შემოწმების გეგმა 14 დეკემბერს ამერიკულ მხარესთან შეთანხმდა.