უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას საერთაშორისო დონეზე აქტივობას აანონსებს. ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე საუბრობს. უკრაინის ძირითად პარტნიორებთან სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე მუშაობს.
„მომავალ კვირას საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი აქტივობა გვექნება. მათ შორის ევროკავშირის პარტნიორებთან. გავზრდით აქტივობას. ეს ასევე ეხება პარტნიორების უსაფრთხოების ვალდებულებებს. ჩვენ ვაფორმებთ ახალ, ძლიერ ორმხრივ შეთანხმებებს. იანვარმა და თებერვალმა უფრო მეტი შედეგი უნდა გამოიღოს ამ სფეროში. ჩვენ უკვე შეგვიძლია, კონკრეტული თარიღების განსაზღვრა, როდდესაც ასეთი ახალი და ძლიერი დოკუმენტების გაფორმება შეგვეძლება. მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, რომელიც მონაწილეობს შესაბამის მოლაპარაკებებში, ისევე როგორც ყველა ლიდერსა და ერს, რომელიც მზად არის, გადადგას ნამდვილად ამბიციური ნაბიჯები.
უსაფრთხოების ვალდებულებების ასეთი ახალი არქიტექტურის შემუშავებით, ჩვენ ეფექტიანად ვაცოცხლებთ საერთაშორისო სამართლის სისტემას. და როდესაც უკრაინაში სამართლიანობა და უსაფრთხოება აღდგება, ეს ასევე იმუშავებს დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძირითად პარტნიორებთან სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე, რომლებიც მიწოდებული იქნება ახლავე, უახლოეს კვირებსა და თვეებში. მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა მეგობარს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ესმით, რომ ბრძოლის ველს უბრალოდ არ შეუძლია ლოდინი და სიცოცხლის გადარჩენის მცდელობების გადადება, ისევე როგორც მათ, ვინც მუშაობს გადაწყვეტილების დასაჩქარებლად, რაც ახლა საჭიროა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.