„თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით,“ - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ერმაკის შეფასებით, შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს.
„ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ,“ - განაცხადა ერმაკმა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება „უდავოდ, რთულია, მაგრამ ჩვენი ერის მოტივაცია, ჩვენი მებრძოლების მოტივაცია ძალიან მაღალია.“
„ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ასევე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ვმუშაობთ. რუსებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსებში ჩვენზე უპირატესობის იმედი. ჩვენ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე გათვლა გვიწევს. ფრონტის ხაზი 2,000 კილომეტრზე მეტია და მისი უდიდესი ნაწილი ძალიან სასტიკი ბრძოლების არენაა. რეალისტები უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა.