უკრაინამ აკრძალული კომპარტიის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე ძებნა გამოაცხადა. უკრაინის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს კიევიდან ევაკუაციის ოპერაცია რუსეთის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა.


ამავდროულად, SBU ამტკიცებდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიმონენკო ბელორუსის გავლით რუსეთში გადაიყვანა რუსულმა სპეცრაზმმა.

„კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მან მიმართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესორ სახელმწიფოში „ევაკუაციის“ თხოვნით“, - ნათქვამია სბუ-ს განცხადებაში.


რუსეთში სიმონენკომ "საერთაშორისო კომუნისტური გაერთიანების „კომუნისტური პარტიების კავშირისა - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

უკრაინაში კომუნისტური პარტია აკრძალულია და არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან ჩაერთოს რაიმე სხვა საქმიანობაში.

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში სიმონენკო იყო ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ასევე იყო უმაღლესი რადის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის ლიდერი.


თუმცა, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მას ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-მა, 2014 წელს კი ხმების მხოლოდ 4%-ზე მიიღო და ვერ გადალახა რადაში გასასვლელად საჭირო 5%-იანი ბარიერი.

ჯერ კიდევ 11 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ სიმონენკო ეჭვმიტანილი იყო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში.