უკრაინის პრეზიდენტი ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედროების ყველა ხელფასი და წვრთნა უკრაინის ბიუჯეტიდან არის გადახდილი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე სამხედროების ჩანაცვლებისთვის მობილიზაციაა საჭირო.
„პირადად მე ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხის გაცემა და ვინმეს მოწონება მინდა. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრება, ცხოვრება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
და მეორე ამბავია - შესაბამისი მოქმედებები, ოპერაციები. ჯერ არ მინახავს იმდენი მკაფიო დეტალი, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო. და მესამე ფულია. მთელი ეს ფინანსები - ეს ნამდვილად არ მოდის პარტნიორებისგან, მინდა, ეს ყველამ გაიგოს," - განაცხადა ზელენსკიმ.