გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღი წარმატებით გამოსცადა

დიდმა ბრიტანეთმა ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების ცნობით, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ცდა ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული "დიდი ნაბიჯია."


როგორც თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, ლაზერული იარაღი რაკეტების დაბალფასიან ალტერნატივად განიხილება და მისი განვითარების შემთხვევაში ძვირადღირებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებულებასთან ერთად, თანმხლები ზიანის რისკის შემცირებასაც იმედოვნებენ.