პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის დროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მისმა ოფისმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განცდა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო და სტაბილური მოკავშირეა „ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.“