პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის, დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ხელშეკრულებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ორი ლიდერი ასევე მიესალმა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებს.
„არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის უფრო ფართო შესყიდვის მიზნით," - განაცხადა ზელენსკიმ.