22 იანვარს გაეროს შეხვედრაზე მოსკოვს მოსთხოვენ ახსნას, რა ბედი ეწია ათასობით უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გაგზავნეს რუსეთში.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც 18 დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, რეგულარული განხილვის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს რუსეთის მონაცემებზე.
კითხვების ნაწილი მოსკოვს 2023 წლის პირველ ნახევარში გაუგზავნეს. კომიტეტს სურს დაადგინოს, რამდენი ბავშვი გაიყვანეს იძულებით რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის არეალებში.
კიევის შეფასებით, 20 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში.