აშშ-მ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასს“ სანქციები დაუწესეს

შეერთებული შტატები დღეს, 22 იანვარს „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მეხუთე რაუნდს აწესებს მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო ასევე აწესებენ სანქციებს „ჰამასის“ მთავარი აქტორებისა და მათი პარტნიორების წინააღმდეგ.


„ავსტრალიელ და გაერთიანებულ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დამატებით სანქციებს ვუწესებთ „ჰამასს.“ 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ეს აშშ-ის მიერ სანქციების მეხუთე რაუნდია. დღევანდელი ქმედების სამიზნეა „ჰამასთან“ აფილირებული ფინანსური ქსელები ღაის სექტორში, მათ მფლობელები და პარტნიორები,“ - წერს სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებული ექვსი პირი 20 იანვარს დაასანქცირა.