ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე მოქალაქეობის ქონის უფლებას მოიცავს, რაც უცხოელ მეომრებს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მოქალაქეობის დათმობის გარეშე მიიღონ უკრაინის პასპორტები.


22 იანვარს თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს კანონი არ შეეხება "აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს."

„დღეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ არამხოლოდ უკრაინის და ჩვენი ხალხის ერთიანობისთვის, არამედ, უფლებებისა და თავისუფლებების ერთიანობისთვის, უკრაინელების ჭეშმარიტებისთვის, ჩვენი ჭეშმარიტებისთვის, ჩვენი ისტორიის ჭეშმარიტებისთვის," - აღნიშნ ზელენსკიმ კანონპროექტის შესახებ საუბრისას.

უკრაინა დღეს სახელმწიფო დღესასწაულს - ერთიანობის დღეს აღნიშნავს