პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.
მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თქმით, განაცხადის წარდგენა, რომელსაც წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს, სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელებს არასაჭირო ხარჯების წინაშე აყენებს.
მანამდე, გასული წლის ბოლოს პოლონეთის ახალმა მთავრობამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელი კომისია გააუქმა.