ტუსკი აკრიტიკებს მათ, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დაგმო ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურად დარჩენა აირჩია.


დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.

„დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში ნეიტალიტეტს ითხოვს, ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს. ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.