წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის

წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად, თავდაცვის ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყანა გაგზავნის. შესაბამისი განცხადება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა გააკეთა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია,“ - განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა.


როგორც ლუქსონმა აღნიშნა, თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„თავდაცვის ჯგუფის განთავსება ახალი ზელანდიის მიერ თავისუფალი ნაოსნობის დაცვის ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.