დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებმა პროგრესს მიაღწია და მათი შეტევების უნარი შეამცირა. მან ხაზი გაუსვა, „ჰუსიტების“ თავდასხმები საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და ამწვავებს რეგიონში დაძაბულობას.
„ეს თავდასხმები არის უკანონო და მიუღებელი. ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო მესიჯი, რომ გავაგრძელებთ მათი თავდასხმების უნარის დაქვეითებას. ჩვენ მოქმედებით მხარს ვასრულებთ ჩვენს სიტყვებსა და გაფრთხილებებს,“ – განაცხადა ქემერონმა.
შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.