აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად გახსნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ამ თვეში ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება. პენტაგონის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გახსნის სიტყვით მიმართა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო კოალიცია, რომელიც დაახლოებით 50 მოკავშირესა და პარტნიორს აერთიანებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდამჭერად რჩება.
„უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გლობალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა ოსტინმა. მანვე აღნიშნა, რომ სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გადამწყვეტია გლობალური უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში,“ განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ 27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დახმარების პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობით უკრაინის უსაფრთხოების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.