რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა.
რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.
ბელგოროდის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად განიცდიდა უკრაინის თავდასხმას, მათ შორის, დეკემბერში - სარაკეტო დარტყმას.
განახლება: ტელეგრამის არხებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მითითებით დაწერეს, რომ ილ-76-ის ბორტზე იმყოფებოდა 60-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით მიჰყავდათ. თუმცა მსგავსი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ არ იძებნება.