ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.
მან ეს თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში დაიკავა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება.
პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მიხაი პოპსოი გახდება.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 14 დეკემბერს დაუჭირა მხარი.