საუდის არაბეთი ემზადება თავისი პირველი ალკოჰოლური მაღაზიის გახსნისთვის დედაქალაქ რიადში, რომელიც ექსკლუზიურად არამუსლიმ დიპლომატებს მოემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება მოუწევთ.
როგორც Reuters-ი წერს, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც საუდის არაბეთს სურს, გახსნას ულტრაკონსერვატიული მუსლიმური ქვეყანა ტურიზმისა და ბიზნესისთვის, რადგან ისლამის მიხედვით, ალკოჰოლის დალევა აკრძალულია.
აკრალვის დამრღვევთათვის საუდის არაბეთს მკაცრი კანონები აქვს. რეფორმების ფარგლებში, მათრახი მეტწილად პატიმრობით შეიცვალა.