ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული,“ - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
იგორ ტერეხოვის თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება.“
შეგახსენებთ, 23 იანვარს, ხარკოვზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.