რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი უკრაინული დრონებით დარტყმამ გამოიწვია. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია.
ნავთობის ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ნავთობპროდუქტების პირველადი გადამუშავების დანადგარები დააზიანა.