უკრაინა 2024 წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.
ოთხივე რეაქტორის განლაგება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს.
„მესამე და მეოთხე [ხმელნიცკის რეაქტორებით] ზაპოროჟიეს აღდგენა გვსურს, და ახლა დიალოგი გვაქვს ბულგარელ პარტნიორებთან ორ რეაქტორთან დაკავშირებით,” - განაცხადა გალუშჩენკომ.
ცნობისთვის, მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.