შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.


მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს.

მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მედია წერდა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.