The Telegraph პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, კიდევ ერთხელ განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი ბრიტანეთის მიწაზე, ლეიკენჰითში საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც ეს იარაღი 2008 წლამდე იყო. შეერთებული შტატების იარაღის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება NATO-ს ბირთვული განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის პასუხად განიხილება.
ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია, რომ პენტაგონმა ბაზის ახალი აღჭურვილობა შეუკვეთა, კერძოდ, ბალისტიკური ფარები, რომლებიც სამხედრო პერსონალის დასაცავად არის შექმნილი.
The Telegraph-ის ცნობით, ადგილზე მომუშავე ამერიკელი სამხედროებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ივნისში უნდა დაიწყოს.
უფრო ადრე შეერთებულმა შტატებმა ლეიკენჰითში მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ის ორი ესკადრილიის (რომლებსაც ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ) განთავსების შესახებ განაცხადა.