საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ.

ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.