Bloomberg: ევროკავშირი ემზადება უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტისთვის

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება არ გაგრძელდეს.

კონტრაქტს ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.


წყაროს ცნობით, ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი რუსულ აირზე, (ავსტრია და სლოვაკეთი) ალტერნატიული წყაროების მოპოვებას შეძლებენ.

ევროკომისიამ ტრანზიტის შეთანხმების დასრულების შემთხვევაში პოტენციური სცენარების შესახებ წინასწარი ანალიზი ჩაატარა სხვა მილსადენების სიმძლავრის მოდელირების ჩათვლით. ასეთია, მაგალითად, „თურქული ნაკადი, რომელიც შეიძლება, დეფიციტის ანაზღაურებისთვის მოიხმარონ.

ევროკომისია ამ საკითხს წევრ ქვეყნებთან თებერვალში განიხილავს. გეგმას კი, ოფიციალურად ენერგეტიკის მინისტრებს 4 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე წარუდგენს.