ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან ბრძოლისთვის ჯარს შეუერთდება - The Telegraph

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელი გენერლის, პატრიკ სანდერსის მოწოდებას მხარი დაუჭირა. The Telegraph-ის ცნობით, ჯონსონმა განაცხადა, რომ მზადაა, სამოქალაქო არმიას შეუერთდეს და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ებრძოლოს.

„უმცროსი კაპრალი ჯონსონი მოვალეობის შესრულებისთვის მზად არის! მე მინდა, რომ გენერალმა სანდერსმა იცოდეს - მე მხედველობაში მივიღე მისი მოწოდება სამოქალაქო არმიის შესახებ,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დაახლოებით 16-დან 18 წლამდე კომბინირებულ კადეტთა ძალებში ირიცხებოდა, თუმცა აღიარა, რომ თავიდან დიდად „პერსპექტიული რეკრუტი“ არ იყო.

ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მსგავსი ადამიანების აგრესიის შეკავების საუკეთესო გზაა - იყო ძლიერი.


24 იანვარს დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პატრიკ სანდერსმა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შესაძლო ომისთვის მზა უნდა იყვნენ.

პატრიკ სანდერსი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს მცირერიცხოვანი პროფესიული არმია ჰყავს, რაც დღეს არსებული საფრთხეების პირობებში არ არის საკმარისი.