თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გააკეთა.
მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული.
ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის, ორი თავდამსხმელი, დააკავა.
„ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი, რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან," - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. BBC-ის ცნობით, ტეროროსტულლა დაჯგუფებამ „ტელეგრამზე“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.