ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები (SLCM) გამოსცადა.
Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ განახლებული ამით ჩრდილოეთ კორეამ მისი საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება დააჩქარა.
სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეთვალყურეობდა.
მედიის ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოსცადა ახალი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შექმნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, მაგრამ მაშინ არ განუმარტავს, რომ ის წყალქვეშა გაშვებისთვის იყო შემუშავებული.