არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში.


იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება,“ - აღნიშნა თალაკვაძემ „იმედის“ ცნობით.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.