აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანულ დაზვერვასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანულ დაზვერვასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ქსელს ხელმძღვანელობს ირანელი, ნარკოტიკებით მოვაჭრე ნაჯი იბრაჰიმ შარიფი-ზნდაშტი (ზინდაშტი), რომელიც ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს (MOIS) დავალებით მოქმედებს. 

„ზინდაშტის ქსელი დაკავშირებულია მკვლელობებთან რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კანადასა და თურქეთში,“- ნათქვამია განცხადებაში.